კუკურელია ინგლისურ გრანდში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "სიტი" ახლოს არის "ბრაიტონიდან" 23 წლის ესპანელი მცველი მარკ კუკურელია შეიძინოს.

გარიგების საფასურად დაახლოებით 28 მილიონი ევრო სახელდება.

იმ შემთხვევაში, თუ კუკურელია მართლაც მანჩესტერულ გუნდში აღმოჩნდება, "ბრაიტონი" მის შემცვლელად "აიაქსიდან" ნიკლას ტალიაფიკოს დამატებას შეეცდება.