ედერსონი მიდის - "სიტი" ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს

AutoSharing Option
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ზაფხულში "სიტის" გუნდის ძირითადი კიპერი ედერსონი გამოემშვიდობება. მანჩესტერული გუნდი მის შემცვლელად "პორტოსა" და პორტუგალიის ნაკრების მეკარის დიოგო კოშტას დამატებას აპირებს.

25 წლის კარის დარაჯის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 40 მილიონი ევრო სახელდება. მიმდინარე სეზონში მან ჯამში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 37 გოლი გაუშვა.

რაც შეეხება ედერსონს, გამოცდილი კიპერი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული