"წითელმა ეშმაკებმა" ამსტერდამელებს უკვე ორი წინადადება გაუკეთეს, თუმცა ნიდერლანდელებმა ორივე შემთხვევაში ინგლისელები უარით გაისტუმრეს.
ახლა კი "აიაქსის" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა, მან პარასკევს განცალკევებით ივარჯიშა და კლუბს სთხოვს, რომ "იუნაიტედში" გაუშვას.
გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერი" მზადაა, ანტონის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.