მეტი, ვიდრე მილიარდი - "ჩელსი" მანჩესტერ "სიტის" შეუერთდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მანჩესტერ "სიტის" შემდეგ Transfermarkt-ის მონაცემებით გახდა მეორე კლუბი, რომლის ფეხბურთელთა ჯამურმა ღირებულებამ მილიარდ ევროს გადააჭარბა.

"ქალაქელების" ყველა მოთამაშე ჯამში 1,11 მილიარდი ევროთია შეფასებულია, "არისტოკრატთა" კი - 1,02 მილიარდით.

რა თქმა უნდა, ეს ნიშნული დიდწილად ლონდონელთა ბოლო ტრანსფერმა განაპირობა, როდესაც მათ რიგებში უკრაინელი მიხაილო მუდრიკი გადაბარგდა. 

ხუთეულში ასევე იმყოფებიან მიუნხენის "ბაიერნი" (944,70 მილიონი ევრო), "ლივერპული" (928 მილიონი ევრო) და პსჟ (894,55 მილიონი ევრო).