სამი მატჩი კარში ვერ დაარტყეს - "კრისტალ პალასმა" პატრიკ ვიეირა გაუშვა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა "კრისტალ პალასმა" გვაუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა გაათავისუფლა.

ლონდონელებს უკვე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდათ, ბოლო 4-დან 3 შეხვედრაში კი სულაც კარში ვერ დაარტყეს.

ამის მიუხედავად, "პალასი" გასავარდნ ზონას ჯერჯერობით 3 ქულითაა მოცილებული. ვინ გახდება გუნდის ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია, ვიეირა კი Selhurst Park-ზე 2021 წელს მივიდა.