კვარაცხელიას 45 წუთი და რასპადორის დუბლი - "ნაპოლიმ" "კრისტალ პალასსაც" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე, წვიმიან ამინდში "ნაპოლიმ" ამხანაგურ მატჩში "კრისტალ პალასი" 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა სპლეტიმ ისევ სასტარტოში დააყენა, თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და 33-ე წუთზე ლონდონური გუნდი დაწინაურდა, თუმცა ოსიმენმა მალე ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ გატანა მცველმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა ჟეზუსთან, დი ლორენცოსთან, ლობოტკასთან და ოსიმენთან ერთად შეცვალა. მოედანზე შესულმა რასპადორიმ ისევე როგორც "ანტალიასპორთან" მოგებულ წინა სპარინგში (3:2), დუბლი შეასრულა
და ნეაპოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ნაპოლი" ამ შეხვედრის შემდეგ იტალიაში დაბრუნდება და შაბათს "ვილიარეალს" უმასპინძლებს.

ბელეკი. "CARYA GOLF & SPA RESORT"

ნაპოლი - კრისტალ პალასი 3:1
გოლები: 0:1 ზაჰა (33), 1:1 ოსიმენი (35), 2:1 რასპადორი (65), 3:1 რასპადორი (82)

მკითხველის კომენტარები / 37 /
…რა პესიმიზმი და ტირილია, არ გრცხვენიათ!!! ორი ამხანაგური თამაში იყო , თანაც ერთი კოკისპირულ წვიმაში!!!
დათო
12:31 12-12-2022
0
Ra dagemartat xalxoo?!amxanaguri tamashia da ra daskvnebi gamogaqvt?! Moitminet ianvramdee...
Givi
11:29 12-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული