"იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" დაუზავდა - ოლისემ ბოლო წუთზე ჩინებული ჯარიმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ბრუნო ფერნანდეშმა კრისტიან ერიქსენის გადაცემით ისარგებლა და 44-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა. "არწივებმა" ანგარიში 90+1 წუთზე გაათანაბრა. მაიკლს ოლისემ თავი შორეული საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა.

ამრიგად, "წითელ ეშმაკებს" 19 ტურის შემდეგ 39 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 22 იანვარს, "არსენალთან" ჩაატარებენ.

"კრისტალ პალასი" 23 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 21 იანვარს კი "ნიუკასლ იუნაიტედს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული