გადაწყდა - "ჩელსის" სათავეში მაურისიო პოჩეტინიო ჩაუდგება

AutoSharing Option
"ჩელსიმ" მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინიოს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ხანგრძლივვადიან კონტრაქტს მალე გააფორმებენ.

მწვრთნელის მოვალეობას სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდი შეასრულებს, პოჩეტინიო კი სამუშაოს ივნისში შეუდგება. ის თან თავის სამწვრთნელო შტაბს მიიყვანს და კლუბთან სატრანსფერო სტრატეგიას განიხილავს.

34 ტურის შემდეგ "ჩელსი" პრემიერლიგაში 43 ქულით მე-11 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული