EFL-ის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლთან" საკუთარ კედლებში 0:3 დამარცხდა.
გოლები მიგელ ალმირონმა (28), ლუის ჰოლმა (36) და ჯო ვილოკმა (60) გაიტანეს.
პირველად ბოლო 61 წლის განმავლობაში, "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ ორ შეხვედრაში საკუთარ კედლებში მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით წააგო, შეგახსენებთ, პრემიერლიგის მე-10 ტურში ტენ ჰაგის შეგირდები "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ სიტისთანაც" იდენტური ანგარიშით დამარცხდნენ, ბოლოს მსგავსი რამ 1962 წელს დაფიქსირდა.
თავის მხრივ, "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1930 წლის შემდეგ პირველად სტუმრად ასეთი ანგარიშით დაამარცხა, გასულ საუკუნეში "კაჭკაჭებმა" 7:4 იმარჯვა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით