"კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 4:0 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 36-ე ტურში "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.

მე-12 წუთზე ანგარიში "არწივების" გარემარბმა მაიკლ ოლისემ გახსნა. მე-40 წუთზე ჟან-ფილიპ მატეტამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ ლონდონელები ფლობდნენ და 58-ე წუთზე ტაირიკ მიჩელმა მესამე გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე კი ოლისემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 მარცხი იწვნია, რაც კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ტენ ჰაგი სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, "მანკუნიანელები" მორიგ მატჩს საკუთარ კედლებში, 12
მაისს, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს.

"კრისტალ პალასი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. ოლივერ გლასნერის გაწვრთნილი გუნდი 11 მაისს "ვულვზს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა არის კარში არავინ არ იდგა, ეჰ რა დონეზე დაიყვანეს ალექს ფერგიუსონის მიერ მთელი 27 წლის განმავლობაში სიმწრით აშენებული დიდი გუნდი...
MARADONA
11:15 07-05-2024
1
Ra sircxvilia. Dasanania
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული