"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა და ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში ალეხანდრო გარნაჩომ გახსნა, არგენტინელის გატანილი გოლიდან 9 წუთში კი "იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა კობი მეინუმ მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში "მანჩესტერ სიტი" გააქტიურდა და 87-ე წუთზე ჯერემი დოკუმ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.

"მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტჯერ ინგლისის ასოციაციის თასი მხოლოდ "არსენალს" აქვს მოგებული, "მეთოფეებმა" ამ ტიტულის მოპოვება 14-ჯერ მოახერხეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმდენი ილოთავეს პრემიერლიგაზე პახმელიაზე გამოსვლა ვეღარ მოასწრო სიტიმ:)))
ჟორა
26 მაისი 2024 19:21
1
გაპიარებული ჰოლანდი "თამაშობდა"?
გიგა
26 მაისი 2024 12:09
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული