მამარდაშვილი სრულიად შეცვლილ "ლივერპულში" გადავა - ინგლისური გრანდი ერთბაშად 10 ფეხბურთელს გაუშვებს

AutoSharing Option
TeamTalk-ის ინფორმაციით, "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთბაშად 10 ფეხბურთელთან აპირებს გამომშვიდობებას.

"ენფილდიდან" წამსვლელთა სიაში ვირჯილ ვან დეიკი, მოჰამედ სალაჰი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, კაომინ კელეჰერი, დარვინ ნუნიესი, ენდრიუ რობერტსონი, კონსტანტინოს ციმიკასი, დიოგო ჟოტა, ვატარუ ენდო და ფედერიკო კიეზა არიან.

ჩამონათვალიდან ზოგიერთს კონტრაქტი ეწურება, ზოგს კი უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და "მერისაიდულ" გუნდსაც ამიტომ გამოემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან "ლივერპულში" კარიერას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააგრძელებს.