ალექსანდერ-არნოლდმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კარიერას დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისელმა მცველმა "ლივერპულის" მორიგი წინადადება იუარა და კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული მადრიდის "რეალში" გადაბარგებაა.

ცნობისთვის, "ბლანკოსს" არნოლდის შეძენა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა და "მერსისაიდელებს" 15 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა "ლივერპულმა" ტრანსფერი დაბლოკა.

შეგახსენებთ, ტრენტს "ლივერპულთან" მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

არნოლდი "მერსისაიდელების" პირველი გუნდის რიგებში 2016 წლიდან ირიცხება, ამ პერიოდის განმავლობაში
კი "წითლების" მაისურით 349 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე 22 გატანილი გოლი და 87 საგოლე პასია.

altგადაწყდა - ალექსანდერ-არნოლდი კარიერას "რეალში" განაგრძობს

alt"მირჩევნია "ოქროს ბურთი" მოვიგო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი" - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული