რიჩარდ დანი: ადრე პსჟ-ს დასცინოდნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა კაპიტანმა რიჩარდ დანმა პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები შეაფასა:

"საქმე ლამაზ ან ეფექტურ ფეხბურთში არ იქნება. ლაპარაკი მომდევნო ეტაპზე გასვლაზეა. აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი შეიძლება კონკურენტუნარიანნი იყვნენ. ეს "ასტონ ვილასთვის" რთული მისაღწევი იქნება. პსჟ-ს "ლივერპულთან" მატჩების ყურება სასიამოვნო იყო, ევროპაში დაცინვის ობიექტიდან გუნდად გადაიქცნენ, რომელსაც ტურნირზე გამარჯვება შეუძლია. ეს "ასტონ ვილასთვის" დიდი გამოცდა იქნება.

იმედი მაქვს, პირველ შეხვედრაში კარგ შედეგს მიაღწევენ, უშანსოდ არ დარჩებიან და სახლში მოუგებენ. წარსულში "პარი სენ ჟერმენს" შეეძლო ბირმინგემული გუნდი არ
დაეფასებინა. შესაძლოა, ამიტომ ვერ მოიგეს ადრე ჩემპიონთა ლიგა. თვითდაჯერებულები იყვნენ. ამ სეზონში ლიგა 1-ში არცერთი მარცხი არ განუცდიათ.

ახლა მოედანზე მეტოქეთა დაუფასებლად არ გადიან. რჩება შთაბეჭდილება, რომ კლუბში ამ მხრივ ცვლილებები მოხდა. ესმით, რომ ყოველი დაპირისპირებისას მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ. სახლში შესანიშნავად ასპარეზობენ და ჩემპიონთა ლიგაზეც. თუმცა, "ასტონ ვილამ" "ბაიერნს" მოუგო და მათი დამარცხებაც შეუძლია. ემერი ადრე პსჟ-ს ედგა სათავეში და კლუბის შესახებ ყველაფერი კარგად იცის. ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელთა ჩატარებული ყველა მატჩი შეისწავლა და თამაშის გეგმა შეიმუშავა, რაც ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსს მისცემს, - ციტირებს დანს FourFourTwo.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწინააღმდეგის არდაფასება,პირდაპირი გზაა დამარცხებისაკენ.ასტონ ვილა,ინგლისის ერთერთი საუკეთესო გუნდია და არა მგონია,პსჟს ფეხბურთელებს ასეთი განწყობა შეექმნათ.
სოსო
10:45 23-03-2025
2

სიახლეები პოპულარული