"ასე მგონია, ვენტურა მაინც უყურებს ბალოს თამაშებს. ის საფრანგეთის ჩემპიონატზე ასპარეზობით ამტკიცებს თავის მაღალ დონეს. იმედია, ეროვნულ გუნდში დააბრუნებენ, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია და იტალიის ნაკრებს ჭირდება".
საფრანგეთის მიმდინარე პირველობაზე სუპერმარიომ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, აქედან 2 პენალტით, სკუადრა აძურას კი მუნდიალზე გასასვლელად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.