იტალიის ერთ-ერთი მთავარი დერბი - "დერბი დელა მადონინა" დიდ სანახაობას გვპირდება. მით უმეტეს, "ინტერი" შესანიშნავ ფორმაშია, "მილანი" კი გამწარებულია "რომასთან" წინა ტურში განცდილი საშინაო მარცხის გამო და ესეც არ იყოს, "როსონერიში" ვინჩენცო მონტელას სამწვრთნელო მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
დანაკლისი "მილანს" უფრო აქვს. წინასწარი ინფორმაციით, ვერ უნდა ითამაშონ ჩალჰანოღლუმ, კონტიმ, კალინიჩმა და მუსაკიომ. საეჭვოა შემადგენლობაში ანტონელისა და ბონავენტურას ყოფნაც. რაც
"იუვენტუსს" "ლაციოსთან" შეხვედრაში წაფორხილების უფლება არ აქვს, რადგან ლიდერი "ნაპოლი" ქულების დაკარგვას არ აპირებს. მასპინძლებს ამ შეხვედრაში არ უნდა ჰყავდეთ დე შილიო და ჰიოვედესი. ჯერაც გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა თამაშს ხედირა და ბარძალი. დანაკლისი აქვს "ლაციოსაც". გამორიცხულად მოჩანს ანდერსონისა და ბასტას თამაში. არავინ იცის, როგორი იქნება ლუკაკუს, მარკეტის, ბასტოსისა და უოლასის ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ თამაშის წინ.
სანახაობრივი ფეხბურთის ზეიმს ველოდებით რომში, სადაც "რომა" "ნაპოლის" დაუხვდება. რომაელთა რიგებში საკადრო პრობლემებია. დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებენ დეფრელი, კარსდორფი, ნური, შიკი და სტროოტმანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს სტროოტმანის დანაკლისი. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ეჭვს იწვევს დე როსისა და ემერსონის ტრავმები. "ნაპოლის" კი გულამი და მილიკი დააკლდებიან.
ფაქტები
- "ლაციოს" მცველებისთვის მთავარი პრობლემა პაულო დიბალას შეჩერება იქნება. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა უკვე 10 გოლი შეაგდო.
- "რომას" ბოლო 27 შეხვედრიდან თითოეულში გააქვს 1 გოლი მაინც.
- 8 მატჩია, "უდინეზეს" ფრედ არ უთამაშია.
- 0:2 სპალ-ს ყველაზე მეტად "უყვარს". ამ ანგარიშით გუნდმა მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა დაასრულა.
- "ჯენოამ" 8 მატჩია, არ იცის გამარჯვების გემო.
- "კალიარიმ" ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო.
- "კიევო" შესანიშნავ ფორმაშია - ზედიზედ 4 მატჩია, არ წაუგია.
- ზედიზედ 9 შეხვედრაა, "მილანს" ფრედ არ უთამაშია.
- 9 მატჩია, "ინტერმა" წაგების სიმწარე არ იცის.
შაბათი, 14 ოქტომბერი
იუვენტუსი-ლაციო 20:00
რომა-ნაპოლი 22:45
კვირა, 15 ოქტომბერი
ფიორენტინა-უდინეზე 14:30
ბოლონია-სპალ 17:00
კალიარი-ჯენოა 17:00
კროტონე-ტორინო 17:00
სამპდორია-ატალანტა 17:00
სასუოლო-კიევო 17:00
ინტერი-მილანი 22:45
ორშაბათი, 16 ოქტომბერი
ვერონა-ბენევენტო 22:45
ბომბარდირები: 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა); 6 - მაურო იკარდი (ინტერი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"