ბუფონი მიდის, თუმცა ორი რეკორდის დასამხობად იბრძვის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს, თუმცა იქამდე მას ორი რეკორდის დამყარების საშუალება ექნება.

საქმე იმაშია, რომ ლეგენდარულ იტალიელ კარის დარაჯს სკუდეტო 9-ჯერ აქვს მოგებული და თუ ამ სეზონში "ბებერი ქალბატონი" "სერია ა"-ს თასს კიდევ ერთხელ ასწევს, ჯიჯი პაოლო მალდინის რეკორდს დაამხობს.

მეორე რეკორდითაც ბუფონს "მილანის" ყოფილი მცველის შედეგის გაუმჯობესება შეუძლია.

39 წლის ტურინელთა მეკარეს "სერია ა"-ში 629 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მალდინის კი - 647 მატჩი.

"სერია ა"-ს დასრულებამდე 21 ტურია დარჩენილი და აქედან 19
მატჩში ასპარეზობის შემთხვევაში ბუფონი ამ რეკორდის ავტორიც გახდება.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
9-ჯერ კი არა, 10-ჯერ აქვს მოგებული (აქედან 2 ჩამოერთვა 2006 წელს). ისე კი ჩემპიონობის რაოდენობით მალდინისაც და ყველა დანარჩენსაც უკვე გაუსწრო.
ლაშას
20 დეკემბერი 2017 16:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული