"მილანის თამაშებს აღარ ვუყურებ და არც ვაპირებ, შემდეგში ვუყურო. ის ჩემს საფეხბურთო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამ პრინციპებმა კლუბის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი პრეზიდენტი გამხადა. ახალი მფლობელები ჩემთან რჩევის საკითხავადაც კი არ მოდიან", - განაცხადა ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, რომ "მილანის" ამჟამინდელი მეპატრონე ჩინელი ბიზნესმენი ლი იონგჰონგი გახლავთ.