"იუვენტუსთან" გამარჯვებულ "ნაპოლის" ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კამპანიელებსა და პიემონტელებს ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებათ და ეს მათი გუნდების საფეხბურთო მატჩებში ნათლად წარმოჩნდება ხოლმე.

გუშინ, სერია A-ს 34-ე ტურში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 90-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და თანაც, ტურინში. შეიძლება მაურიციო სარის გუნდი ჩემპიონი ვერც გახდეს, მაგრამ რაც მთავარია, "ბიანკონერის" სძლია.

ისე გაუხარდათ სტუმრად "იუვესთან" მოგება, რომ გამთენიისას გუნდს აეროპორტში 5 ათასამდე ნეაპოლელი დახვდა. იყო ზეიმი და ზღვა სიხარული. ფეხბურთელები ტიფოზებს შეუერთდნენ და კარგა ხანს ერთად აღნიშნავდნენ გამარჯვებას.

აი, ასეთი გულშემატკივრების გულისთვის მართლაც ღირს ბრძოლა და თავდადება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული