Corriere dello Sport: კარლო ანჩელოტი იტალიის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი იტალიის ნაკრების გაწვრთნას დათანხმდა.

გამოცდილ სპეციალისტსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა დეტალების შესახებ ისაუბრეს.

ალესანდრო კოსტაკურტამ ანჩელოტის შესთავაზა, ისე დაეკომპლექტებინა სამწვრთნელო შტაბი, როგორც თავად სურდა.

გავრცელებული ცნობით, კარლიტოს თანაშემწე ან მასიმო ამბროზინი, ანდაც ანდრეა პირლო იქნება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მწვრთნელის ვინაობა 22 მაისამდე უნდა დაასახელოს.

მომზადებულია Football-italia.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, ავტორიტეიც აქვს, გამოცდილებაც და რავიცი ვნახოთ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული