ყველაზე საინტერესო კი კლუბის კაპიტნის, ალესანდრო ლუკარელის ისტორიაა. დღეს უკვე 40 წლის მცველს არაერთი მსურველი ჰყავდა და თავისუფლად შეეძლო სერია ა-ს რომელიმე გუნდში გადაბარგებულიყო, თუმცა "პარმას" მე-4 დივიზიონში გაჰყვა.
მაშინ ლუკარელი გუნდის გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ კლუბი კალჩოში კვლავ იასპარეზებდა.
აი, რას ამბობს გუშინდელი თამაშის შემდეგ ალ
"დაგპირდით, რომ "პარმა" სერია ა-ში დაბრუნდებოდა და ეს ასეც მოხდა. ეს უკვე რეალობაა და არა ოცნება. ამ ყველაფერს კი 3 წლის უკან ვერავინ წარმოიდგენდა.
ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია რა მოხდა. ეს შესანიშნავი თავგადასავალი იყო ჩვენს ფანებთან ერთად. ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის კაპიტანი და ნაწილი ვარ.
ჩვენ გვქონდა რთული მომენტები, მაგრამ ბრძოლა არასდროს შეგვიწყვეტია. ახლა კი შეგვიძლია ცოტა დავისვენოთ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ახლა ზეიმის მიზეზი ნამდვილად გვაქვს", - ამბობს ლუკარელი.
"პარმასთან" ერთად სერია ა-ს საგზური ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" მოიპოვა. "ფროზინონე", "პალერმო", "ვენეცია", "ბარი", "ჩიტადელა" და "პერუჯა" - სერია ა-ში გადამსვლელ კიდევ ერთ გუნდს გამოავლენენ.