
„კარგ ფეხბურთელს ყველგან შეუძლია თამაში. გახსოვთ, კვარაცხელია მხოლოდ საჯარიმოსთან განაპირა შემტევად რომ ირჯებოდა? თუმცა დიდი ფეხბურთელები თავად ირჩევენ პოზიციას და ამ ახალ როლშიც თავს ჩინებულად წარმოაჩენენ. ქართველის შესაჩერებლად ორი მეურვეა საჭირო, ვინაიდან არაპროგნოზირებადია, „მემარჯვენეა“, თითქოს ყოველთვის მარჯვენა ფეხით ამოძრავებს ბურთს, მაგრამ მარცხენითაც წარმოუდგენლად თამაშობს. დღეს ის სრულფასოვანი ფეხბურთელია. ჩვენ „პარმასთან“, როგორც იქნა,
კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი“.