"მილანს" სურს, ჯანლუიჯი დონარუმა ალვარო მორატაში გაცვალოს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანს" ჯანლუიჯი დონარუმასა და ალვარო მორატას გაცვლა სურს.

"როსონერი" ახალი ფორვარდის ძიებაშია, "ჩელსის" კი მეკარე ესაჭიროება, რადგან ტიბო კურტუა "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგებას და "რეალში" გადასვლას აპირებს.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობით, "მილანის" 19 წლის კარის დარაჯმა "ლივერპულში" ტრანსფერზე უარი განაცხადა, თუმცა იტალიური პრესა მაინც მოელის, რომ ის ზაფხულში "სან სიროდან" წავა.

altCorriere dello Sport: ჯანლუიჯი დონარუმამ "ლივერპულის" წინადადება უარყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული