კლუბის ამჟამინდელ მფლობელს ლი იუნჰონგს ფინანსური პრობლემები აქვს, მისი გაყიდვა სურს და რუსი მილიარდერის წარმომადგენლებთან ლონდონში აწარმოებს მოლაპარაკებას.
რიბოლოვლევი "მონაკოს" პრეზიდენტია, "ურალკალიას" მფლობელი იყო, რუსეთის 20 უმდიდრეს ადამიანთა შორის შედის და კვიპროსში სააქციო ბანკი აქვს.
2008 წელს მეუღლე ელენა იმის გამო გაეყარა, რომ დმიტრი იახტაზე მოდელ გოგონებთან სერიულ ორგიებს აწყობდა.
ელენამ სასამართლოში უჩივლა და 4 მილიარდი მოითხოვა, რაც რიბოლოვლევის მაშინდელი ქონების ნახევარს შეადგენდა. ამის საპასუხოდ დმიტრიმ ელენას კვიპროსზე 25-მილიონდოლარიანი ბეჭდის მოპარვა
ფრანგულმა გაზეთმა Mediapart-მა გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ რიბოლოვლევმა საიდუმლო ფონდი შექმნა, ფეხბურთელთა ტრანსფერების წილში ჩაჯდა და ცნობილ პორტუგალიელ საფეხბურთო აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მისი კომპანიის Gestifute-ს მეშვეობით დიდი ოდენობით ფულს ათეთრებს.