ჟოზე მოურინიომ კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"სერია A მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატი ხდება. თუ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან "ინტერი", "მილანი" და "რომა" რონალდოს ტრანსფერის მერე პასიურები არ იქნებიან, მაშინ ეს იტალიურ ფეხბურთს ხარისხის, ემოციისა და სანახაობის თვალსაზრისით შეცვლის.

ამიტომ მთელი გულით ვულოცავ "იუვენტუსს" რონალდოს ტრანსფერს. ეს იდეალური ტრანსფერია, როგორც ფეხბურთის, ისე მარკეტინგის თვალსაზრისით", - მოჰყავს მოურინიოს სიტყვები Tele Stereo-ს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს ტურინის "იუვენტუსმა" კრიშტიანო რონალდო ოფიციალურად წარადგინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული