უბერებელი რონალდო - კრიშტიანოს ფიზიკური მდგომარეობა 20 წლის ფეხბურთელის მსგავსია

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს სამედიცინო შემოწმებამ ტურინის "იუვენტუსში" აჩვენა, რომ პორტუგალიელის სხეული გაცილებით ახალგაზრდაა, ასაკთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ რონალდო მადრიდის "რეალიდან" "იუვენტუსში" 112 მლნ ევროდ ამ ზაფხულს გადავიდა.

ტელეარხ beiNSPORT-ის ჟურნალისტმა მატეო ბონეტიმ აღნიშნა, რომ სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით, რონალდოს ფიზიკური მდგომარეობა 20 წლის ფეხბურთელს შეგვიძლია შევადაროთ.

რონალდოს ცხიმის პროცენტი სხეულში 7 პროცენტია, არადა, 33 წლის ფეხბურთელების საშუალო მაჩვენებელი 10-111 პროცენტია, ხოლო კუნთების მასის წილი - 50 პროცენტი. მისი ასაკის ფეხბურთელებში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 46%-ია.

გარდა ამისა, ბონეტი აღნიშნავს, რომ რონალდოს ანგარიშზეა
მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფი გარბენი - 33.98 კმ/ს-ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ ჰერბალლაიფის პროდუქციას იღებს და მაგიტომაცაა სხეული 20 წლის
1
და ამით გინდათ გაგვაკვირვოთ? ქართველი ფეხბურთელები რა ეგრე არ არიან ყველა, თუნდაც დვალიშვილი აიღეთ, რაც იყო 20 წლის იგივეა დღესაც
llcl
13:45 24-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული