სერია A-ს ახალი კალენდარი ცნობილია - ვის წინააღმდეგ ჩაატარებს პირველ შეხვედრას კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
იტალიაში გუშინ სერია ა-ს ახალი კალენდარი გახდა ცნობილი.

მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" გასვლით შეხვედრაში, 19 აგვისტოს, კიევოში, "ვერონას" დაუპირისპირდება.

"მფრინავი ვირების" საშინაო არენა Stadio Marc'Antonio Bentegodi 40 000 ადამიანს იტევს და გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლომდე შეივსება.

ვიცე-ჩემპიონი "ნაპოლი" რომს ესტუმრება და "ლაციოს" შეხვდება.

ტურინში ჩაატარებს გასვლით შეხვედრას "რომა", რომლის მეტოქეც "ტორინო" იქნება.

"მილანი" "სან სიროზე" "ჯენოას" მიიღებს, ლუჩიანო სპალეტის "ინტერი" კი "სასუოლოს" ესტუმრება.

altმასიმილიანო ალეგრი: რომელ პოზიციაზე ითამაშებს რონალდო? სადაც მიჩვეულია

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვე დალოცვილებო, ამ ყველაფერს რომ წერთ, ემპოლი ვის შეხვდება, არ უნდა დაწეროთ?! თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა ქართველი ქომაგისათვის?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული