მასიმილიანო ალეგრი: რომელ პოზიციაზე ითამაშებს რონალდო? სადაც მიჩვეულია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა იმაზე, თუ სად ითამაშებს გუნდის ვარსკვლავი ახალწვეული კრიშტიანო რონალდო.

"რონალდო ითამაშებს იქ, სადაც მიჩვეულია - შემტევ ტრიოში. ის კვლავინდებურად გაიტანს გოლებს.

ტრანსფერები? არ ვიცი. იტალიასთან 6-საათიანი სხვაობა გვაქვს (ამჟამად გუნდი აშშ-შია). ამიტომ გვძინავს მაშინ, როცა იქ დღეა და პირიქით.

კლუბი ძალიან კარგ სატრანსფერო კამპანიას წარმართავს.

უკვე ჩამოვიდნენ კრიშტიანო რონალდო, ჟოაო კანსელუ და ემრე ჯანი, რომლებმაც გუნდი გააძლიერეს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში", - თქვა ალეგრიმ.

alt"იუვენტუსმა" "ბაიერნი" რონალდოს გარეშეც დაამარცხა [VIDEO]

მომზადებულია Football Italia-ს

მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული