იმობილე რონალდოს ტრანსფერზე: მადლობა ღმერთს, მოვასწარი და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ფორვარდ ჩირო იმობილეს დაეკითხნენ, თუ რას ფიქრობდა ის კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე ტურინის "იუვენტუსში", რაზეც მან ნახევრად ხუმრობით უპასუხა.

"მადლობა ღმერთს, მოვასწარი და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი", - თქვა იმობილემ.

გასულ სეზონში იმობილემ 29 გოლი გაიტანა, თუმცა ამით კალჩოს ბომბარდირი ერთპიროვნულად არ გამხდარა. მის მსგავსად, 29 ბურთი მილანის "ინტერის" ფორვარდმა მაურო იკარდიმაც შეაგდო.

alt"მილანმა" გაძლიერებაზე ფიქრი დაიწყო: ჩირო იმობილე "როსონერიში" გადასვლაზე თანახმაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული