გაბრაზებული რონალდო მატჩის შემდეგ კამერასთან ყვიროდა - კრიშტიანომ უკმაყოფილება ღიად გამოხატა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრიმ" "ალ ფატეჰს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

39 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სამი გოლი გაიტანა, საიდანაც 2 მსაჯმა გაუუქმა და და ვეტერან შემტევს მატჩის შემდეგ ამის გამო უკმაყოფილება არ დაუმალავს.

რონალდო კამერებთან მივიდა და ყვიროდა: "ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ, ყოველთვის ჩემი გოლები უქმდება".

ინფორმაციისთვის, კრიშტიანოს მიმდინარე სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი, რითაც ჩემპიონატის ბომბარდირია, კარიერაში კი უკვე 920 გოლი მოუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული