"მილანს" კარლოს ბაკას გაშვება უნდა, მაგრამ კოლუმბიელი არავის მიჰყავს

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანს" კარლოს ბაკას გაშვება უნდა, მაგრამ კოლუმბიელი ფორვარდი არავის მიჰყავს.

31 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი იჯარით "ვილიარეალში" გაატარა, სადაც 18 გოლიც შეაგდო.

წესითა და რიგით, სწორედ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" უნდა ყოფილიყო ის გუნდი, რომელიც სამხრეთამერიკელის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

"როსონერიმ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მოითხოვა, ესპანელები კი მაქსიმუმ 13 მილიონის გადახდაზე იყვნენ ყაბულს, რის გამოც გარიგება არ შედგა.

თავის მხრივ კი, ჯენარო გატუზო აცხადებს, რომ ბაკა მის გეგმებში არ შედის
და "სან სიროზე" დარჩენის არანაირი შანსი მას არ აქვს.

იტალიური პრესის მტკიცებით, "მილანს" კოლუმბიელ ფორვარდთან დაკავშირებით არანაირი შეთავაზება ამ ეტაპზე არ აქვს.

alt"ვილიარეალმა" უარი თქვა - კარლოს ბაკა "მილანში" დაბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული