მას მარცხენა თვალი ჩალურჯებული აქვს, რისი მიზეზიც შესაძლოა ისაა, რომ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში "პარმასთან" მატჩისას სახეში მტკივნეული დარტყმა მიიღო.
რონალდო პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის ორ უახლოეს მატჩში არ დაეხმარება. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა განაცხადა, რომ ეს მასთან შეთანხმებით მოხდა და კრიშტიანო ახალ გუნდში ადაპტაციას საჭიროებს.
პორტუგალია ერთა ლიგაზე დღეს ხორვატიას, ხოლო 10 სექტემბერს იტალიას შეხვდება.
კრიშტიანო რონალდო ნაკრებში ყოფნის მაგივრად შეყვარებულთან ისვენებს [PHOTO]