რონალდო: იგუაინს ვამშვიდებდი - იმედია, მკაცრად არ დასჯიან

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად "მილანი" 2:0 დაამარცხა, ნამატჩევს კი კომენტარი გატანილი გოლის ავტორმა რონალდომ გააკეთა. მან თქვა, რომ მეტოქე გუნდის გაძევებული თავდამსხმელის გონსალო იგუაინის დამშვიდებას ცდილობდა.

"ვუთხარი დამშვიდებულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სერიოზულ დისკვალიფიკაციას მიიღებდა. წაგების გამო გაღიზიანებული იყო. სულ ესაა. იმედია, მკაცრად არ დასჯიან.

ჩემი და განსაკუთრებით გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. ამ გუნდთან ყოველთვის ძნელია თამაში. 2:0 მოგება გმირობა არაა. მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, რადგან გუშინ "ნაპოლიმ" "ჯენოას" სძლია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული