"მილანი" იანვარში "ჩელსის" სამი ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება

AutoSharing Option
როგორც იტალიური სპორტული რადიო "როსონერა" იუწყება, "მილანის" სპორტული დირექტორი ლეონარდო ლონდონის "ჩელსისთან" ფეხბურთელების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საუბარია ინგლისური კლუბის სამ მოთამაშეზე: სესკ ფაბრეგასზე, გარი კეჰილსა და ანდრეას კრისტენსენზე.

მთავარი მიზეზი, რატომაც იტალიური კლუბი გააქტიურდა, მისი ტრავმირებული ფეხბურთელებია, "მილანმა" ლუკას ბილია, ჯიაკომო ბონავენტურა და მატია კალდარა რამდენიმე თვით მოისაკლისა.

UEFA-ს ფინანსური ფეარ-პლეის გამო "როსონერი" მოთამაშეთა გადაბირებას იჯარით აპირებს.

ამჟამინდელ კლუბში ასპარეზობით უკმაყოფილოა გარი კეჰილი და სესკ ფაბრეგასიც. პირველმა პრემიერლიგაში მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, სესკ ფაბრეგასი კი მოედანზე მხოლოდ
9-ჯერ გამოჩნდა. მას, ისევე, როგორც 33 წლის მცველს, კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

რაც შეეხება დანიელ მცველს, მან კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წელს გაახანგრძლივა, თუმცა დიდი სათამაშო დროით ვერც ის დაიკვეხნის.

"მილანი" იტალიის სერია "ა"-ში 13 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-5-ეა.

altსერია A. XIII ტურის წინ: "მილანს" რომში არდადეგები ვერ ექნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული