კაკა: "მილანში" აუცილებლად დავბრუნდები

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაკას განცხადებით, ის ოდესმე აუცილებლად გახდება "მილანის" დირექტორი.

ვეტერანი მოთამაშე რამდენიმე თვის წინ ლეონარდოსა და პაოლო მალდინის შეხვდა, სადაც "მილანში" მის მომავალ როლზე იყო საუბარი.

"ამ დროისთვის სხვა პროექტებზე ვარ კონცენტრირებული და ბევრს ვმოგზაურობ. ჩემი და "მილანის" ურთიერთობა ძალიან ძვირფასია, არასდროს წყდება, მაგრამ არ ვიცი, მომავალში რა მოხდება. დავბრუნდები, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ როდის, ნამდვილად არა" - განაცხადა რიკარდო კაკამ.

ბრაზილიელი მოთამაშე მილანურ კლუბში 2003-09 და 2013-14 წლებში თამაშობდა. ის მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და "ოქროს
ბურთის" მფლობელია.

altკაკა: "რეალში" გადასვლის შემდეგ დაკარგული ვიყავი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მილანის მამაო იქნება
29 ნოემბერი 2018 18:19
1
დალოცავს მაინც გუნდს
ზორბეგი
29 ნოემბერი 2018 18:01
1
აკი მღვდლობას ვაპირებ, კარიერის დასრულების შემდეგო?!
სოსო
29 ნოემბერი 2018 17:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული