კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
იტალიი სერია A-ს მე-18 ტურში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ "ატლანტასთან" მატჩში რეკორდი დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრის 78-ე წუთზე რონალდომ გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

ამის წყალობით 33 წლის პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელი გახდა იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო სეზონში შედიზედ 7 გასვლით მატჩში მინიმუმ 1 გოლი გაიტანა.

ადრე 5 "ოქროს ბურთის" მფლობელმა "ფროზინონეს", "უდინეზეს", "ემპოლის", "მილანს", "ფიორენტინასა" და "ტორინოს" გაუტანა.

მიმდინარე სეზონში რონალდო "იუვენტუსის" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა
შეასრულა.

altსერია A. XVIII ტური: მხსნელი რონალდო და ჩაძირული გემის კაპიტანი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული