გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი თავდამსხმელი ზაფხულში კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.
ის, რომ "ბებერი ქალბატონი" მისით მართლაც ინტერესდება, იტალიის ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმაც დაადასტურა.
"მის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გვინდოდა გაგვეგო, რას ფიქრობს იკარდი "იუვენტუსში" თამაშზე, თუმცა არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ის "ინტერის" ფეხბურთელია, ჩვენ კი წინ სეზონი გვაქვს. ჯერ თებერვალია, თუმცა მაურო უმაღლესი დონის მოთამაშეა", - განაცხადა პარატიჩიმ Rai Radio1-სთან საუბრისას.
მაურო იკარდი "ინტერის"
Corriere della Sera: "ინტერმა" შესაძლოა მაურო იკარდი 80-90 მლნ ევროდ გაყიდოს