მოლაპარაკება დაწყებულია - მიქაუტაძე ან მისი ნიგერიელი თანაგუნდელი შესაძლოა, ზამთარში თურქულ გრანდში აღმოჩნდეს

AutoSharing Option
თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბონჩუღლუ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "გალათასარაიში" აღმოჩნდეს.

სტამბოლურ გუნდს სეზონის ბოლომდე მაურო იკარდი დაემტვრა, ვიქტორ ოსიმენის ამბავი კი ჯერ ბოლომდე გასარკვევია. ნიგერიელმა თქვა, რომ ამ სეზონს აუცილებლად თურქულ გრანდში ჩაამთავრებს, მაგრამ მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლითაც სარგებლობა და "ნაპოლის" ყოფილი ფორვარდის გამოსყიდვა გრანდებს შეუძლიათ.

მოკლედ, "გალათასარაი" ამ ზამთარს ფორვარდს აუცილებლად დაიმატებს და "ლიონს" მიადგა, რომელიც ფინანსურად ამ ეტაპზე ძალიან გაჭირვებულია და
რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება.

ზემოთ აღნიშნული ჟურნალისტის ცნობით, თურქულმა მხარემ ფრანგებთან ორ ფეხბურთელზე, გიორგი მიქაუტაძეზე და მის ნიგერიელ 22 წლის ფორვარდ გიფტ ორბანზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ხელში ერთ-ერთი მათგანის ჩაგდებას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიო იხოდება და რა თურქრთი ?
ტიტრ
15:21 19-12-2024
0
თურქეთში ვერ გაიხარებს მიქაუტაძე. მაღალი დონის ჩემპიონატს იმსახურებს
Star lord
15:01 19-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული