ფანები მაურო იკარდიზე: კაცუნა "ინტერში" თამაშს არ იმსახურებს

AutoSharing Option
"ინტერის" ულტრასებმა თავდამსხმელ მაურო იკარდიზე ისევ გაავრცელეს განცხადება და მას "კაცუნა" უწოდეს.

"კაცუნა, რომელიც ჩვენს გუნდში 9-ნომრიანი მაისურითაა, "ინტერში" თამაშს არ იმსახურებს, რადგან პროფესიული პატიოსნების მინიმალური დონე ვერ გამოამჟღავნა, რომელიც კლუბის ნებისმიერ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს და პატივისცემას გამოხატავდეს გულშემატკივრებისადმი.

ჩვენ გვეკითხებიან, რაც ჩვენს ტრიბუნებზე ხდება, შეიძლება თუ არა ხდებოდეს სხვა ევროპულ ლიგებში. გინახავთ სხვა ჩემპიონატებში ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის სიმულაციას ახდენენ, არ თამაშობენ, წაგების შემდეგ იცინიან, თვეების განმავლობაში გუნდს არ ეხმარებიან და დაბრუნებას ადვოკატების დახმარებით ცდილობენ?".

ასევე დაგაინტერესებთ