პენალტი გაითამაშეს და... - იკარდის წარმოუდგენელი აცილება თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში "გალათასარიმ' "ისტანბულსპორს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 37-ე წუთზე სტამბოლელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომლის შესრულების უფლებაც მაურო იკარდიმ მოულოდნელად კერემ აკტურუღლოს დაუთმო.

როგორც აღმოჩნდა, წყვილს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა. თურქმა არგენტინელს დაუგორა, თუმცა 30 წლის ფორვარდმა ცარიელ კარს ააცილა და კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ამის მიუხედავად, "გალათასარაის" მხრიდან გამარჯვების მომტანი გოლი 42-ე წუთზე სწორედ იკარდიმ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული