"რეალს" ტრავმირებული ვინისიუსი 2.5 თვე ვერ დაეხმარება და ამიტომ მის შემცვლელს ეძებს.
TMW-ის ცნობით, "რეალი" რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს და მათ შორისაა 30 წლის თავდამსხმელი მაურო იკარდი, რომელიც "გალათასარაიმ" პსჟ-დან გადაიყვანა.
შუამავალი უკვე დაუკავშირდა სტამბოლურ კლუბს, "რეალი" კი პასუხის შემდეგ სიტუაციას შეაფასებს და მოლაპარაკებებს წამოიწყებს.
არგენტინელმა ამ სეზონში თურქეთის სუპერლიგის 12 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
არგენტინელმა ამ სეზონში თურქეთის სუპერლიგის 12 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.