31 აგვისტოს, სერია A-ს მეორე ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე 4:3 სძლია "ნაპოლის".
ეს მართლაც საოცარი მატჩი იყო: მასპინძლები 66-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ, შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, კომპენსირებულ დროში კი კულიბალიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და "იუვემ" გაიმარჯვა.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 39 203 მაყურებელი
იუვენტუსი - ნაპოლი 4:3
გოლები: 1:0 დანილო (16), 2:0 იგუაინი (19), 3:0 რონალდო (62), 3:1 მანოლასი (66), 3:2 ლოზანო (68), 3:3 დი ლორენცო (81), 4:3 კულიბალი (90+2, საკ. კარში)