ფაბიო კაპელო: რონალდოს 3 წელია არავინ მოუტყუებია

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში, "მილანთან" მატჩის (1:0) 55-ე წუთზე, "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავდამსხმელი რონალდო შეცვალა, გამარჯვების გოლი კი მის ნაცვლად მოედანზე შესულმა პაულო დიბალამ გაიტანა. კრიშტიანო პირდაპირ გასახდელში გავიდა და სტადიონი საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დატოვა. მისი საქციელის შესახებ "იუვეს" ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა.

"ის, რაც რონალდომ გააკეთა, ლამაზი არ არის. მისაბაძი მაგალითი მოედნის დატოვებისასაც უნდა იყო. მას უკვე 3 წელია არავინ მოუტყუებია. ეს ასეა. საჯარიმოში ჩემპიონია.

სარის ადგილას, შეხვედრის შემდეგ დაველაპარაკებოდი. ვეტყოდი: "სამაგალითო რომ ხარ, თანაგუნდელებს
პატივი უნდა სცე. იმიტომ შეგცვალე, რომ მატჩის მოგება მინდოდა", - განაცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რონალდოს ტექნიკა არ ქონია - რას არ გაიგებ კაცი საქართველოში....სატირალია სასაცილო რო არ იყოს...
BOSS
12 ნოემბერი 2019 15:58
0
დაბერდა რონი, დროა ჩინეთის ლიგას ან შტატებს მიაშუროს
dt
11 ნოემბერი 2019 13:09
11
რამდენჯერ დამიწერია, რონალდოს ტექნიკა არა აქვს მეთქი, ლამის დაიქცა ქვეყანა, ყველაფერს, რასაც რონალდო აკეთებს, არის შრომის შედეგი, მას თანდაყოლილი ნიჭი ძალიან დაბალი დოზითა აქვს, ეს მას ნებისმიერ მოძრაობაში ეტყობა, განსაკუთრებით საცოდავად გამოიყურება, ზიდანის ფინტის დროს, თავის თავს რომ ატყუებს და სხვას ვერავის. ჭანტურია, ყენია, ოქრიაშვილი, ქინქლაძე... აღარ გავაგრძელებ, ამათ რომ რონალდოს პროფესიონალიზმის და ჟილკის ნახევარი ჰქონოდათ, გავილებით მეტს მიაღწევდნენ, მაგრამ შრომა ძნელია, ოხ რა ძნელია.
11 ნოემბერი 2019 12:01
14
მაგარია, აბა რა არის, მაგას ვინ უარყოფს, უბრალოდ მესი რომ არ არსებობდეს, რონალდო ასეთი არ იქნებოდა, რონალდოს მესის მეტოქეობა ამოძრავებს და საღოლ მას ამის გამო, მაგრამ ტექნიკა არა აქვს იმ დონის, რაც სუპერვარსკვლავებს უნდა ჰქონდეთ, რა ვქნა, ასეა.
ბმბ
11 ნოემბერი 2019 17:49
1
არც მთლად მასეა!ნიჭიც ააქვს და შრომისმოყვარე ხომ არის და არის!ასაკში შედის;რამდენი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს,ადვილი ხომ არაა მუდამ სასწაულებს აკეთებდეს?! მერე წლებია სწავლობენ მის ტექნიკას,ტაქტიკას,მოძრაობებს და …. ,ასე თუ ისე,ძალიან მაგარია,მესის შემდეგ საუკეთესოა!
gio
11 ნოემბერი 2019 16:25
2

სიახლეები პოპულარული