რონალდომ სარის ხელი მეორედ არ ჩამოართვა, მწვრთნელმა თავი იმართლა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორედ არ ჩამოართვა ხელი "იუვეს" მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის ზედიზედ მეორედ შეცვლის გამო, სარიმ კი ზედიზედ მეორედ იმართლა თავი.

კრიშტიანოს მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამისკენ არც კი გაუხედავს, ისე წავიდა პირდაპირ გასახდელში და სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა.

"მან ყველაფერი გააკეთა, რათა ეთამაშა. თუმცა მე დავინახე, რომ ის თავს საუკეთესოდ არ გრძნობდა და ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა მისი შეცვლა. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ცვლიან, გარკვეული დროის განმავლობაში უკმაყოფილოა", - განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.

წინა შეხვედრაში, მოსკოვის "ლოკომოტივის"
წინააღმდეგ, სარიმ რონალდო 82-ე წუთზე შეცვალა. "მილანთან" მატჩში კი, საერთოდ, 55-ე წუთზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აუფ რა გასაკვირი ამბავია?! სარი ჩელსიში ფეხბურთელს ვერ ცვლიდა და რონალდო გამოვიდა მაინც :)
0
სარი სამარეს გაითხრის მალე. სულ არევს იუვეს. არ იყო ეგ კაცი იუვეს კალიბრის მწვრთნელი და ეს ჩელშისი გამოჩდა. მაქსიმუმ სეზონს ჩაამთავრებს და გაუშვებენ. მანამ ლიგიდანაც გამოვარდება და ჩემპიონატშიც შეექმნება პრობლემა. ალეგრის გაშვება შეცდომა იყო.
G.LA
16:33 11-11-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული