"ფიორენტინას" უჭირს და ლუჩანო სპალეტის აყვანა სურს

AutoSharing Option
"ფიორენტინა" გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

"ფიორენტინამ" სერია A-ში ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზეა.

"ფიორენტინას" ხელმძღვანელობა უკვე დაეკონტაქტა ლუჩანო სპალეტის, - იტყობინება Football Italia.

60 წლის სპეციალისტი ამჟამად უმუშევრადაა, თუმცა "ინტერთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ამიტომ "ფიორენტინას" მის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

კიდევ ერთი პრობლემა შესაძლოა სპალეტის მაღალი ხელფასი გახდეს, თუმცა, თუ "ფიორენტინას" შედეგები არ გაუმჯობესდა, კლუბი "ინტერსა" და სპალეტისთან შეთანხმების მიღწევას მაქსიმალურად შეეცდება.

ადრე სპალეტი "მილანის" თავკაცის,
სტეფანო პიოლის შემცვლელად მოიაზრებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული