რონალდოს ყოფილმა გუნდელმა ამბავი გაიხსენა: ვიფიქრე, რომ ის არანორმალურია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ აღიარა, რომ კრიშტიანო რონალდოს შრომისმოყვარეობით გაოცებულია.

მან რონალდოსთან ერთად "იუვენტუსში" გასული სეზონის პირველი ნაწილი გაატარა და ერთი ამბავი გაიხსენა.

"მახსოვს, "ატალანტასთან" გვქონდა მატჩი. მე და რონალდო არ გვათამაშეს, რადგან მალე ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო. როცა უკან ვბრუნდებოდით, რონალდომ მომწერა: "რას გააკეთებ, როცა დავბრუნდებით?" მე ვუპასუხე: "უკვე საღამოს 11 საათია, სახლში წავალ, რატომ?" იმან მითხრა: "თამაშის დროს არ დავტვირთულვართ, უნდა ვივარჯიშო. არ გინდა, შემომიერთდე?" მე ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო.

უბრალოდ შინ მისვლა და ტელევიზორთან
მოკალათება მინდოდა. როცა დავბრუნდით, ყველა ჩვეულებრივ ტანისამოსში იყო, მან კი შორტები და სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვა და სატრენაჟორო დარბაზში წავიდა. ვიფიქრე, რომ ის არანორმალურია. რონალდო საკუთარ ცხოვრებას წირავს ფეხბურთისთვის", - თქვა ბენატიამ A Bola-სთან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველი ფეხბურთელები კითხულობენ ამას?
ზაზა
20:34 17-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული