იტალიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ყოფილი მცველი მარკო მატერაცი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს 2,56 მეტრის სიმაღლიდან გატანილ გოლს გამოეხმაურა.
"თითქმის ისე, როგორც მე. გილოცავ გატანილ გოლს!"- დაწერა მატერაციმ და დაურთო ფოტო, რომელზეც ჩანს მის მიერ გატანილი გოლი ჩეხეთის ნაკრების კარში. მაშინ იტალიელი 1,2 მეტრზე ახტა და 2,7 მეტრიდან დაარტყა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მარკო მატერაცი კრიშტიანო რონალდოზე 7 სანტიმეტრით მაღალია. კრიშტიანოს სიმაღლე 186 სმ გახლავთ, ხოლო მატერაცის - 193.