"ფიორენტინას" მწვრთნელად ჯუზეპე იაკინი დანიშნეს

AutoSharing Option
"ფიორენტინას" მწვრთნელად ჯუზეპე იაკინი დანიშნეს, - იტყობინება ფლორენციული კლუბის საიტი.

"ფიორენტინა" 55 წლის სპეციალისტის პრეზენტაციას 28 დეკემბერს ჩაატარებს.

იაკინიმ 1989-94 წლებში "ფიორენტინაში" 127 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის "სამპდორიას", "პალერმოს", "სასუოლოს", "უდინეზესა" და "ემპოლის" წვრთნიდა.

იაკინიმ "ფიორენტინას" მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელა შეცვალა, რომელიც სერია A-ს მე-17 ტურში "რომასთან" 1:4 დამარცხების შემდეგ გადააყენეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული