ასაკი თავისას შვრება - რონალდო რეგრესირებს

AutoSharing Option
35 წელს მიტანებულმა "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ წელს 39 გოლი გაიტანა, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, დიდებული შედეგია, მაგრამ ფაქტია, თანდათან რეგრესირებს.

2019 წელს კრიშტიანომ 25 გოლი "იუვენტუსში", 14 კი პორტუგალიის ნაკრებში გაიტანა.

ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში რონალდოს ყველაზე უარესი შედეგია. "რეალში" გადასვლის პერიოდიდან მას ასე ცოტა არ გაუტანია.

2013 წლიდან მოყოლებული, რონალდოს შედეგიანობა კლებულობს:

2013 - 69 გოლი
2014 - 61 გოლი
2015 - 57 გოლი
2016 - 55 გოლი
2017 - 53 გოლი
2018 - 49 გოლი

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის
14 მატჩში რონალდომ 10 გოლი (3 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ