"ლაციოსთან" საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ იტალიის სუპერთასზე (1:3) "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
ნამატჩევს პორტუგალიელი აშკარად უკმაყოფილო იყო, ხოლო როდესაც ვერცხლის მედალი გადასცეს, უმალ მოიხსნა.
მან 6 წლის მანძილზე პირველად წააგო ფინალი - ბოლოს 2013 წლის 17 მაისს დამარცხდა "რეალთან" ერთად "ატლეტიკოსთან" ესპანეთის თასის გადამწყვეტ მატჩში - 1:2, მას შემდეგ კი ზედიზედ 12 ფინალში იმარჯვა.
კრიშტიანომ სერია A-ს მიმდინარე ტურნირის 14 მატჩში 10 გოლი (3 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.